ინფიცირების მზარდი სტატისტიკის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით წამახალისებელი ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება. იმუნიზაციის კამპანიამ უკვე მასშტაბური სახე მიიღო. მობილური ამცრელი ბრიგადები რეგიონებში ჩადიან და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. ასეთი მობილური ჯგუფები დღეს შიდა ქართლის სოფლებში ჩავიდნენ.
შიდა ქართლის მსგავსად საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება ქვემო ქართლშიც. რუსთავის მერის მოადგილემ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან გაიმართა. რუსთავში ბაგა-ბაღების 60 პროცენტი უკვე ვაქცინირებულია და სასწავლო პროცესის განახლება 15 თებერვლიდან იგეგმება.
ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა, სოფელ ბაილეთის მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და აცრის ჩატარებისკენ მოუწოდეს. ასევე შეახსენეს, პრემიერის ინიცირებით და მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით დანერგილი ფულადი წამახალისებელი პროგრამა.
დასავლეთ საქართველოში, გურიის გარდა ვაქცინაციის კამპანია კარდაკარის პრინციპით სამეგრელოშიც მიმდინარეობს. სენაკის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა მოქალაქეებს მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და იმუნიზაციის ცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ვაქცინაციის კამპანია თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. პრემიერის ინიცირებით, 50 წლის და უფროსი საქართველოს მოქალაქეები პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო "ბუსტერ" დოზის შემთხვევაში 100 ლარიან დანამატს იღებენ.