საქართველო ისევ ახალ ეპიდემიოლოგიურ რეალობაში იღვიძებს. "ომიკრონის" გავრცელებიდან ორი თვის თავზე, ისევ ახალი ვარიანტი- BA.2 უკვე მასობრივად ცირკულირებს. დაავადებთა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, "ომიკრონის" ახალი შტამი უკვე 80%-ით დომინანტია. ვრცელდება კიდევ უფრო სწრაფად, თუმცა მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს.
მსუბუქი "ომიკრონი" აღმოჩდა, ნებისმირი სახით გამომუშავებულ იმუნიტეტს ბრძოლას უცხადებს. რეინფიცირების ფაქტთან ერთად, გაზრდილია ვირუსის მესამედ დადასტურებული შემთხვევები. სტატისტიკა საგანგაშოა. მარტო იანვარ-თებერვალში, ერთხელ გადატანილი კორონავირუსის შემდეგ განმეორებით "ომიკრონი" 96 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა.
მეტი აცრა მეტი სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს - ექიმები მოქალაქეებს მხოლოდ საკუთარი თავის დაცვას თხოვენ. ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს, რომ პაციენტთა 96%-ს, ვისაც ვირუსი გაურთულდა, ვაქცინირებული არ იყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოს ეპიდემილოგიური სტაბილურობის მიღწევა სწრაფად გაუჭირდება. ვირუსის გავრცელების მასშტაბი ჯერ კიდევ მაღალი - 34 %-ია. თუმცა, ეპიდემიოლოგებისთვის იმედის მომცემი ბოლო ორ დღეში გამოჯანმრთელებულთა რიცხვია, რომელიც დადასტურებულ შემთხვევებზე 10 000-ით მეტია.
ქვეყანაში გასულ დღეებთან შედარებით შემცირებულია ასევე აქტიური შემთხვევების როდენობა. თუ 230 000 იყო, ახლა სახლში, კოვიდ სასტუმროსა თუ კლინიკებში 190 000 ინფიცირებული გადის მკურნალობას. ვაქცინაციის ტემპი მაღალი მაჩვენებლების ფონზე კი ისევ დაბალია - ბოლო 24 სთ-შო 3 000-მდე ადამიანი აიცრა.