27 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც პირს 1 თვის წინ ჰქონდა გადატანილი კორონავირუსი და ამჟამად ისევ დაინფიცირდა - მაკა ბულეიშვილი

15 712 ინფიცირებული და 40 გარდაცვლილი გასული 24 საათის სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და სამეგრელო- ზემო სვანეთი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,84%-ია.

"რეალურად ჩანს, რომ მძიმდება არა ვაქცინირებული, მძიმდება დამატებითი ე.წ. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. გარდაცვალებაც ზუსტად ასევე მიდის 80-87% დაახლოებით არის არა ვაქცინირებული პირი. ვაქცინაცია რეანიმაციულ ღონისძიებებს, დამძიმებას და გარდაცვალებას აგვაცილებს თავიდან," - აცხადებს დევი ტაბიძე.

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. 

"დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც 1 თვის წინ გადატანილი კორონავირუსის შედეგად, ამჟამად ისევ დაინფიცირებულები არიან ადამიანები. ეს ცხადია ზოგად ფონს შედარებით ამძიმებს იმიტომ, რომ ეს ადამიანები ჯერ არ არიან გამოსული პოსტკოვიდური მდგომარეობიდან, რომელიც უახლოესი პერიოდის წინ დაძლიეს და ვიცით, რომ კოვიდის შემდეგ შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩეს ბევრი სიმპტომი," - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

დღის ამბები