27 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
სოფელ კარალეთში იმუნიზაციის პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დაესწრნენ

გორის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება.

სოფელ კარალეთში იმუნიზაციის პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

200 ლარიანი წახალისების პროგრამა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლის თვეშიც გრძელდება. ასევე 50 წელზე მეტი ასაკის მოქალქეები, ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, 100 ლარიან დანამატს მიიღებენ.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გორის სამედიცინო დაწესებულებების გარდა, რამოდენიმე სოფელშიც ხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, აცრებს მობილური ჯგუფები ბინაზე მისვლითაც ახორციელებენ.

დღის ამბები