ვანის მუნიციპალიტეტში მეწყერმა გზა დააზიანა. ჩანგრეულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით, 200 მეტრიანი მონაკვეთი.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. მოსახლეობას რაიმე სახის პრობლემა არ შექმნია. მიმდინარე სოფლებთან დაკავშირება შემოვლითი გზით ხდება.
ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა. სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე არსებული ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.