27 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
გარდაიცვალა როსტომ საგინაშვილი - მომ­ღე­რა­ლი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო" კოს­მოს­ში გა­იგ­ზავ­ნა

გარდაიცვალა როსტომ საგინაშვილი. მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სი, რომ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჩაკ­რუ­ლო" კოს­მოს­ში გა­იგ­ზავ­ნა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ანსამბლ "შავ­ნა­ბა­დას" ხელ­მძღვა­ნე­ლი, დათო ცინ­ცა­ძე პირად "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს.​

"გარ­და­იც­ვა­ლა როს­ტომ სა­გი­ნაშ­ვი­ლი - კაცი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჩაკ­რუ­ლო გა­იგ­ზავ­ნა კოს­მოს­ში! ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს.

ვწუხ­ვარ, რომ ჩვენ­გან წა­ვი­და გა­მორ­ჩე­უ­ლად ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან დიდი მო­გო­ნე­ბა და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებ­და," - წერს დათო ცინ­ცა­ძე.

შეგახსენებთ, როდესაც ამერიკის კოსმოსური სააგენტო კოსმოსში გასაგზავნ სიმღერებს არჩევდა, მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მხოლოდ ერთი სიმღერა შეარჩია და ის როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული "ჩაკრულო" იყო.

 

დღის ამბები