თურქმენეთი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. კენჭისყრა 12 მარტს გაიმართება. ინფორმაციას თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის განცხადებით, მას "სურს ახალგაზრდა ხელმძღვანელებს დაუთმოს გზა".
ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთს 2007 წლიდან მართავს.