27 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
"ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და ჩვენი უნარია, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე" - იენს სტოლტენბერგი

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე ნატოს გენერალური მდივანი რუმინეთში ჩავიდა. იენს სტოლტენბერგმა ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად შავი ზღვის რეგიონში პარტნიორების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ახსენა საქართველო და უკრაინა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.

იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. 

"ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ან არასწორ გათვლებს ჩვენი ვალდებულებისა და მზადყოფნის შესახებ. რუმინეთსა და ნატოს ყველა სხვა მოკავშირეს დავიცავთ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო მობილიზების ფონზე უკრაინასა და მის ირგვლივ, მათ შორის შავ ზღვაში. შავ ზღვას ნატოსთვის სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ნატოს სამი წევრი სახელმწიფო სანაპირო ქვეყანაა, ასევე ჩვენი ახლო პარტნიორები საქართველო და უკრაინა. ასე რომ უსაფრთხოებას ამ რეგიონში ნატოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ერთგული ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ჩემი მოწვევა რუსეთის მიმართ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდეთ ნატო-რუსეთის საბჭოში რაც შეიძლება მალე, რათა განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები ევროპული უსაფრთხოებისთვის, მათ შორის რისკების შემცირება, გამჭვირვალეობა და იარაღის კონტროლი.

ნატო არ წავა კომპრომისზე მთავარი პრინციპების მიმართ. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა და ჩვენი უნარია, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე. ნატოსთვის არ იქნება პირველი და მეორე კლასის წევრები. რუსეთი აგრესორია. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია. ისინი განაგრძობენ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას დონბასში,“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები