27 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
უკრაინის მხარდასაჭერად დიპლომატური ფლანგი ძლიერდება - ბერლინში ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერების პოლიტიკური მრჩევლები იკრიბებიან

დასავლეთი უკრაინის კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზებით მოგვარების ძალისხმევას არ იშურებს. რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის სურვილს უარყოფს, თუმცა მეზობელი ქვეყნის საზღვრებთან სამხედროების მობილიზებას აგრძელებს.

სერგეი ლავროვი იმედგაცრუებულია, ბრიტანელი კოლეგის მასპინძლობის დროს რუსეთის პირველმა დიპლომატმა წყენა ვერ დამალა. მოსალოდნელი სანქციების დაწესების მოსმენის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების მინისტრს ლავროვმა ისიც უთხრა, რომ რუსული დიპლომატიის არავის ესმის.

ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია ამაღამ გერმანიაზე გადის. სულ რამდენიმე საათში ბერლინში ნორმანდიული ოთხეული შეიკრიბება.

ომის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში ვითარება ჯერ კიდევ დაძაბულია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით დღეს ყველაზე ძლიერია და არ აპირებს მინსკის შეთანხმების პუნქტების შესრულებას რუსული ინტერპრეტაციით.

ომის ზღვარზე მყოფ უკრაინას საბრძოლო აღჭურვილობით დასავლეთი ყოველდღიურად აძლიერებს. ვაშინგტონმა კიევს დამატებითი შეიარაღება გაუგზავნა. რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა პენტაგონში. თეთრ სახლში არ აქვთ პასუხი კითხვაზე - შედის თუ არა პუტინის გეგმებში უკრაინაში შეჭრა.

დიპლომატიური ფლანგის გაძლიერების ფონზე უკრაინის საზღვრებთან ფართომასშტაბიანი წვრთნები მიმდინარეობს. რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები დაიწყო ბელარუსის ტერიტორიაზეც, რომელიც 20 თებერვლამდე გაგრძელდება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის სწორედ ეს ფლანგი გამოიყენოს. ცივი ომის შემდეგ მოსკოვს ბელარუსის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი სამხედრო ძალა ჰყავს შეყვანილი.

დღის ამბები