ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველომ ვირუსის პიკი გადალახა, ლაბორატორიული შემთხვევების მკვეთრი მატება აღარ იქნება და "ომიკრონი" უკან დახევას დაიწყებს. თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ქვეყანა ჯერ კიდევ პიკშია. შემცირდება თუ არა ვირუსის გავრცელების მასშტაბები - ამის თქმა კვირის ბოლო იქნება შესაძლებელი.
ექიმებს დაცარიელებული ვაქცინაციის ადგილები აშინებთ. ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 4 ათასამდე ადამიანი აიცრა. ჯანდაცვის ექსპერტები მოქალაქეებს ახსენებენ, რომ "ომიკრონიც" COVID-19 -ის ერთ-ერთი შტამია და ეს შესაძლოა ჯანმრთელობის თვალსაზრისით დიდი გამოწვევა გახდეს. იმუნიზაციის პროცესში ასეთი დაბალი აქტიურობით კი ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაც გაუჭირდება.
გასულ კვირასთან შედარებით, კოვიდმიმღებ განყოფილებებში პაციენტების რაოდენობა მომატებულია. რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც 350 ადგილი აქვსთ დღეს თავისუფალი მხოლოდ 60 საწოლი დარჩათ. მიმართვიანობა მაღალია პედიატრიულ კლინიკებშიც,თუმცა ციციშვილის საავადმყოფოში ამბობენ, რომ შეცვლი პროტოკოლის ფონზე ახალი ინფიცირებული ბავშვის თუ მოზარდის მიღებას კლინიკას მაინც ახერხებს
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პარალელურად, უკვე დაზუსტდა იზოლაციის და კარანტინის ვადებიც. საქართველომ "ომიკრონის" თვისებებიდან გამომდინარე საერთაშორისო რეკომენდაციები ქვეყანაშიც გაითვალისწინა. უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა 8-ის ნაცვლად 7 დღემდე შემცირდა. სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის და, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალისთვის ეს პერიოდი 5 დღემდე განისაზღვრა.
იზოლაციისა და კარანტინის ახალი რეგულაცია ძალაში დღეიდან შევიდა. ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა სახლში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას და ვირუსის სიმპტომები მსუბუქად აქვთ გამოხატული.