27 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
სასიკვდილო თამაში, რომელიც TikTok-ის ქართველმა მომხმარებლებმაც სცადეს - "ამას აკეთებდნენ მე-5, მე-6 კლასელები და უგონოდ ვარდებოდნენ"

სახიფათო ტენდენცია, რომელმაც TikTok დაიპყრო, მსოფლიო შოკშია - მოზარდებში გარდაცვლილთა რიცხვი კი ყოველდღე იზრდება. ამ დროისთვის, სახიფათო თამაშით სიკვდილის 80 შემთხვევა დაფიქსირებული, მათ შორის არიან 10-12 წლის ბავშვები.

"ჩაბნელების",  იგივე "გონების დაკარგვის" გამოწვევა ჟანგბადის უკმარისობა ტვინის დაზიანებასაც იწვევს, რაც 5 წუთის შემდეგ შეიძლება გულის გაჩერებით დასრულდეს.

როგორ უნდა მიხვდეთ რომ მოზარდი მსგავს თამაშს თამაშობს - ჩასისხლიანებული თვალები, ძლიერი თავის ტკივილი, ორიენტაციის დაკარგვა - ეს სიმპტომები უკვე იძლევა ეჭვის გაჩენის საფუძველს.

მსგავს შემთხვევებს იცნობენ ქართველი ფსიქოლოგებიც და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებიც.

"ერთ-ერთ სკოლაში, ვარ ინფორმირებული, რომ ამას აკეთებდნენ. პატარები, მე-5, მე-6 კლასელები და უგონოდ ვარდებოდნენ. "არას" თქმა უნდა ისწავლონ ბავშვებმა სულ პატარაობიდან, რომ ყველაფერი, რასაც გთავაზობს სამყარო, არც უნდა გასინჯო, არც უნდა ნახო, არც უნდა მოისმინო და მით უმეტეს, არც უნდა გაიმეორო," - აცხადებს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა "კურიერთან".

პრობლება იმდენად სერიოზულია, რომ TikTok ნებისმიერი მსგავსი კონტენტის დარეპორტებას ითხოვს და ბლოკავს ყველას, ვინც სახიფათო თამაშშია ჩართული.

როგორც ირკვევა მსგავსი "გართობა" 2008 წლიდან არსებობს, თუმცა მასშტაბური ხასიათი მან სწორედ  TikTok-ზე შეიძინა და მასიურობის გამო სიცოცხლისთვის კიდევ ფრო სახიფათო გახდა.

დღის ამბები