27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ლავროვმა დღეს მითხრა, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამ სიტყვებს მოქმედება მოჰყვეს - ბრიტანეთის საგარეო მინისტრი

უკრაინის კრიზისზე სასაუბროდ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საგანგებო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. რუს კოლეგასთან შეხვედრა, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა.

დახურულ კარს მიღმა აუდიენციის დასრულების შემდეგ დიპლომატებმა გზავნილებზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, აგრესია დაასრულოს და დიალოგის გზას დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები იქნება.

"მინისტრმა ლავროვმა დღეს მითხრა, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ამ სიტყვებს მოქმედება მოჰყვეს. ჩვენ გვჭირდება ვნახოთ, რომ სამხედროები და შეიარაღება, რომლებიც უკრაინის საზღვართან არის განლაგებული, სხვაგან გადაიტანონ, რადგან მათი ყოფნა მუქარის შემცველია. მე მსურს ვიმუშაო უკეთეს შედეგზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებული სამეფო და ნატო მზად არიან ნებისმიერი მოვლენისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ თავდაცვით მხარდაჭერას უკრაინისთვის, ვმუშაობთ, რომ გავაძლიეროთ მხარდაჭერა ნატოში და ამიტომ ჩვენ გვაქვს უფრო მკაცრი კანონმდებლობა სანქციებზე. ჩემი მიზანი მოსკოვში ემსახურება იმას, რომ თავიდან ავირიდოთ ეს შედეგი და ვიმუშაოთ რუსეთთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ წინ მივიწევთ ნატოსთან დიალოგში. ეს არ შეიძლება მოხდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, ეს არ შეიძლება მოხდეს ნატოს ღია კარის პოლიტიკის ხარჯზე," - განაცხადა ლიზ ტრასმა.

დღის ამბები