27 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ქალი პოლიტიკოსები და არასამთავრობოები პრეზიდენტთან - ვინ რა გზავნილით დატოვა ორბელიანის სასახლე

ამ წუთებში, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის ფარგლებში ქალ პოლიტიკოსებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა, რომელიც 2 საათზე მეტია მიმდინარეობს, უკვე დატოვა არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების ნაწილმა.

პოლიტიკოსებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სურთ რომ პრეზიდენტისგან სამომავლო საკითხებთან დაკავშირებული ხედვა მოისმინონ.

"ყველა, ვინც ესწრებოდა თანხმდება იმაზე, რომ ამ პროცესმა გავლენა უნდა მოახდინოს მიმდინარე პრობლემებზე. ეს პროცესი უნდა დაეხმაროს ქვეყანას, რათა დაძლიოს კრიზისი და კონკრეტული მიმართულებებით იმუშაოს იმისთვის, რომ პრობლემებზე გარკვეული გადაწყვეტილებები მოვიფიქროთ," - აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

"შეხვედრებზე საუბარი იყო წარსულის შეფასებაზე, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ წარსულის შეფასება ვერ გადაჭრის ბუნებრივია იმ პოლიტიკურ კრიზისს, რაც დღეს რეალურად გვაქვს," - აღნიშნა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები