27 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის" - სერგეი ლავროვი ბრიტანელ კოლეგას შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკოფერენციაზე შექმნილ კრიზისში დიპლომატიის ენის სისუსტეზე მიანიშნა და თქვა, რომ რუსეთის გეგმებში უკრაინაში შეჭრა არ შედის. ლავროვის განცხადებით, ისინი დიპლომატიის გზას ირჩევენ.

"ჩვენ სხვა ინტონაცია არ მოგვისმენია. მოთხოვნა რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები რომელებიც განლაგებული არიან რუსეთის ტერიტორიაზე არანაირად არ შეცვლილა ჩვენი არგუმენტების საპასუხოდ და ეს ძალიან სამწუხაროა. პრეზიდენტმა მაკრონმა დაადასტურა რომ პუტინმა ის დაარწმუნა რომ არ გეგმავს შეჭრას. როცა ქალბატონი მდივანი ამბობს რომ სიტყვები არ ემთხვევა მოქმედებებს ასეთ საუბარი საინტერესოა. იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის. ვიგრძენი, რომ ჩვენი კოლეგები ან არ იცნობენ ამ დეტალურ განმარტებებს, ან სრულად აიგნორებენ მათ. გადახედეთ საჯარო განცხადებებს, მუქარა არსად გაჟღერებულა, თავად გვემუქრებიან. რაც შეეხება სიტყვებსა და საქმეს ჩვენ მუდამ ვადასტურებთ რომ საქმე სიტყვებს არ უნდა შორდებოდეს. თუ ვსაუბრობთ უკრაინაზე დღეს ქალბატონ მინისტრს შევახსენე რომ ზელენსკი და მისი მინისტრები საჯაროდ აცხადებენ რომ ისინი არ შეასრულებენ მინსკის შეთანხმებას," - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.​

როგორც მანამდე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა,ლავროვმა მას უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, თუმცა ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ საჭიროა, ამ სიტყვებს მოქმედებაც მოჰყვეს.

დღის ამბები