27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
სოციალურად დაუცველ 240 ოჯახს "სიკეთის ბარათი", ფულადი ვაუჩერები გადაეცემა

სოციალურად დაუცველ 240 ოჯახს "სიკეთის ბარათი" - ფულადი ვაუჩერები გადაეცემა. საქველმოქმედო აქცია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე“ ინიციატივით ხორციელდება.

აქციის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და ნინო სურგულაძე სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს უკვე ესტუმრნენ და ფულადი ვაუჩერი პირადად გადასცეს.

ვაუჩერს მიიღებს ოჯახი, რომელსაც აქვს 65000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა და ჰყავს ერთი 16 წლამდე ასაკის შშმ პირი. საქველმოქმედო აქცია კომპანია "სოკარის" აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

"სიკეთის ბარათით" სოციალურად დაუცველი ოჯახები მედიკამენტების, საკვები დანამატების და სხვა შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას შეძლებენ. ვაუჩერების განაღდება მათ კომპანია "ავერსის" სააფთიაქო ქსელში შეეძლებათ.

სოციალური მომსახურების სააგენტომ, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, სულ 240 ოჯახი შეარჩია. ბარათებს სოციალური მომსახურების სააგენტო დაარიგებს.

აქცია დღეს დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები