27 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ამას ვერ მივიღებთ, დააგვიანეს და თავიანთი რჩევები თვითონვე შეინახონ - ირაკლი ზარქუა არასამთავრობოების განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ირაკლი ზარქუა პასუხობს და მათ განცხადებას დაგვიანებულს უწოდებს:

"ქალბატონ გიგაურს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცით, კარგი იქნება მათი მოწოდება ყოფილიყო, როდესაც შედგა პარლამენტი მოეწოდებინათ ყველა დეპუტატისთვის პარლამენტში შესულიყო, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებდნენ. მაშინ ვიტყოდი, რომ ნამდვილად ობიექტურად მსჯელობენ. ახლა ამას ვერ მივიღებთ. დააგვიანეს და თავიანთი რჩევები თვითონვე შეინახონ,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები