გორის სოფელ ორთაშენში, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ცხედარი იპოვეს.
ადგილზე შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა და სიკვდილის მიზეზი.