27 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობა - 2014 წელს პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა

2014 წელს, ზესტაფონში პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.  

ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს გარდაცვლილი გოგოს ოჯახი. მათი თქმით, პოლიციას სათანადო რეაგირება რომ ჰქონოდა, მათი შვილი ცოცხალი იქნებოდა. 19 წლის სალომე ჯორბენაძე, მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი იარაღით მოკლა.

მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა.

დღის ამბები