27 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
უკრაინის პოლიციამ ზურაბ ადეიშვილზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პირი დააკავა

უკრაინის პოლიციამ ზურაბ ადეიშვილზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურა ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ქუჩაში 4 უცნობი პირი მიუახლოვდა და ცემა დაუწყო. 

ადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები