27 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
რატომ ჩატარდა ქვორუმის არარსებობის მიუხედავად საკრებულოს სხდომა - გიორგი გახარია პარტიის სენაკის საკრებულოს წევრებთან კონსულტაციებს მართავს

გიორგი გახარია, ჩხოროწყუს სოფელ მუხურში, მშობლიურ სახლში, მისი პარტიის სენაკის საკრებულოს წევრებთან ამ წუთებში კონსულტაციებს მართავს.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა თქვეს, საკრებულოს სხდომის გამართვას ნამდვილად სჭირდება 17 წევრის დასწრება, თუმცა მიაჩნიათ, რომ სენაკის საკრებულოს გუშინდელი სხდომა პირველი სხდომის გაგრძელება იყო, სადაც მათი ერთი წევრის უფლებამოსილება ცნეს. პარტიაში განმარტავენ, რომ ამ საკითხის ცნობად მიღებას არ სჭირდება კენჭისყრა, ამავე პოზიციაზე არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. 

"საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს შეიკრიბა, არ უმსჯელიათ ყველა საკითხზე. კვორუმისთვის საჭიროა, დიახ, 17 ადამიანი, თუმცა სხდომა გახსნილი იყო და შესაბამისად კვორუმი არსებობდა. უფლებამოსილების ცნობის საკითხის გადასაწყვეტად კი, საჭიროა საკრებულოს მანდატების 1/3, რაც ბუნებრივია არსებობდა," - აცხადებს პარტიის ”საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

გუშინ, სენაკის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის მიუხედავად მაინც ჩატარდა. 

სხდომას სენაკის "ქართული ოცნების" დეპუტატები არ დასწრებიან. 

დღის ამბები