27 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
შეუწყდებათ თუ არა საპარლამენტო მანდატები ოპოზიციონერ დეპუტატებს - "თვითონ გაიფუჭეს საქმე..."

შეუწყდებათ თუ არა საპარლამენტო მანდატები ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას - "ქართული ოცნების" წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება გუნდში ჯერ არ მიუღიათ. 

მისივე თქმით, ოპოზიციას თავად უნდა ეფიქრა მანდატების საჭიროებაზე მაშინ როდესაც მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ნებით მიმართეს. 

"ყველამ შემოიტანეს პარლამენტში განცხადებები, რომ შეგვიწყვიტეთ მანდატებიო, ანუ, გაგვიუქმეთ პარლამენტარის სტატუსიო. მაშინ არ გავუუქმეთ ჩვენ პარლამენტარის სტატუსები. ეს ბატონები და ქალბატონები გვაკრიტიკებდნენ, რომ "ქართული ოცნება" ძალიან ცუდად იქცევაო რომ არ შეგვიწყვიტა მანდატებიო. დღეს, 2 თვის შემდეგ, პირიქით გვაკრიტიკებენ, რომ ცუდები არიან, რადგან გვიწყვიტავენ მანდატსო, ჯერ არც იციან, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. 

თვითონ გაიფუჭეს საქმე და ახლა უნდათ კანონები შევცვალოთ იმის გამო, რომ მაგათი გაფუჭებული საქმე ისევ მმართველმა პარტიამ გამოასწოროს?! პარტიამ, რომელიც თვეების განმავლობაში ეუბნებოდა მათ, შემოდით პარლამენტშიო. ისინი ამბობდნენ, არ შემოვალთო. არ შემოვალთო და შემოვიდნენ, მერე არ გავალთო და გავიდნენ ისე, რომ არც კი დაფიქრდნენ, რომ ის ორი ხმა მომავალში დასჭირდებოდათ. დღეს ამბობენ, ერთ ხმას გვართმევს ქართული ოცნებაო, მაშინ, როდესაც 2 თვის წინ 2 ხმა თვითონ შეიწყვიტეს - ხაზარაძე და ზურაბ ჯაფარიძე, ყოველგვარი პოლიტიკური განხილვის გარეშე. 
ერთის მხრივ, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია შესული და გამამტყუნებელია, მეორე შემთხვევაში რეგლამენტის უხეში დარღვევა,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები