27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
რა იყო 2 ყველაზე კატასტროფული შეცდომა "გირჩის" ისტორიაში - ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, პარტია ტრავმებს იშუშებს 

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პარტიის ისტორიაში ყველაზე კატასტროფული შეცდომა 2016 წელს სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად გაერთიანება იყო.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პარტია დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ აპირებს დარჩენას, თუმცა, საუბარს განიხილავენ ყველასთან, მიუხედავათ მათი წარსულისა. 

"როდესაც 2016 წელს შეცდომა დავუშვით და პაატა ბურჭულაძესთან, გიორგი ვაშაძესთან და ა.შ. გავერთიანდით, ეს იყო ყველაზე კატასტროფული შეცდომა, ჩემი აზრით, გირჩის ისტორიაში. მეორე კატასტროფული შეცდომა იყო ჩვენი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის წასვლა პარტიიდან. 
პირველმა კატასტროფამ რაღაც პერიოდი გაგვაძევა და ქუჩაში ვიყავით, მაშინ დავდეთ პირობა, რომ არასდროს არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ამ ტიპის არაგულწრფელ გარიგებას არ დავდებდით.

ჩვენ ახლა ტრავმას ვიშუშებთ, რომელიც არ არის შეცდომა, არამედ არის ტრავმა. ტრავმა უნდა მოვიშუშოთ იმ რეჟიმით, რა რეჟიმითაც ვცხოვრობთ - ანუ, სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშით, მაგრამ ეს პოლიტიკური თამაში ნიშნავს აბსოლუტურად ყველასთან საუბარს, მიუხედავად წარსულის ადა ისტორიისა, რადგან ასეთი ქვეყანა გვაქვს - სხვა არჩევანი არ არის, თორემ კიბატონო,"-განაცხად მეგრელიშვილმა "ღამის კურიერში" საუბრისას. 

დღის ამბები