27 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილი მთავარი მეგავარსკვლავია" - დარჩება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე

აპირებს თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ნიკა მელიას თავმჯდომარეობის პოსტიდან გადაყენებას - "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ეს არ მოხდება. 

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის გამოირჩევა იმით, რომ პარტიაში ყოველთვის არსებობდა განსხვავებული აზრი. ნიკა მელიამ კარგად გასცა პასუხი მის შეხედულებებს პარტიის შემდგომი განვითარების გეგმაზე. ის გაცხადებული გეგმა, პარტიის სერიოზული მოდერნიზაციის გეგმას შეიცავს, ამ ცვლილების შემდეგ კი, ნიკა მელია აუცილებლად უნდა დარჩეს პარტიაში. მან თავისი პოლიტიკური როლი შეასრულა ამ წლების განმავლობაში და კიდევ ბევრი აქვს შესასრულებელი,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

ასევე, შეკითხვაზე, თუ რატომ არ მივიდა დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ნიკა მელია, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა:

"როდესაც ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა არის, მთავარი თემა რატომ უნდა იყოს, ნიკა მელია სასამართლო პროცესზე გამოცხადდა თუ არა. ფოკუსი ჩვენ სხვა რამეზე უნდა გავაკეთოთ,"- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა. 

ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლაზე კი, ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, ვინაიდან ის, "პოლიტიკური ასპარეზის მთავარი მეგავარსკვლავია". 

დღის ამბები