27 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიტანეთში - მთავარი გზავნილები ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოდან

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიტანეთში ვიზიტს განაგრძობს. გაერთიანებული სამეფო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს მთავარი გზავნილები კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში. საქართველოს პარლამენტის სპიკერი დღეს თემთა და ლორდთა პალატების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ცოტა ხნის წინ დასრულდა დღის ბოლო შეხვედრა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველთან გამართა.

"კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენი კოლეგებისგან დასტური, რომ საქართველო რჩება, როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე მისი, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ.საქართველომ მიაღწია წარმატებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება" -  აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები