27 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ხელისუფლების განახლებული შემადგენლობა - რა გეგმები აქვთ ახალ მინისტრებს და რა გამოხმაურებები მოჰყვა სამთავრობო ცვლილებებს პოლიტიკურ სპექტრში

ლევან დავითაშვილმა მინისტრის კაბინეტი შეიცვალა - მთავრობაში ერთსვლიანი გადაადგილებები პრემიერ მინისტრმა დღეს დილით გამოაცხადა.

ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ცვლის, ლევან დავითაშვილს კი, მისი მოადგილე ოთარ შამუგია.
ეკონომიკის სამინისტროში გადანაცვლებული ლევან დავითაშვილი 6 წლის განმავლობაში უცვლელად იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი. 

ეკონომიკის ახალი მინისტრი თანამშრომლებს უკვე გაეცნო. ლევან დავითაშვილი უწყებაში გუნდს უკვე ყოფილმა მინისტრმა პირადად წარუდგინა, შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა ისაუბრა გამოწვევებზე, რომლის დაძლევასაც ახალ პოსტზე აპირებს. სად წავა ნათია თურნავა, უცნობია, ის ამბობს მხოლოდ იმას, რომ პროფესიული მიმართულების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.

მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება მინისტრების შეცვლით ოპოზიცია, სადაც მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური გადაადგილება იქნება.

გადაადგილებები მთავრობაში რომ მინისტრთა კაბინეტის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის - დარწმუნებულები არიან მმართველ გუნდში. ოცნებაში განმარტავენ, რომ ახალი მინისტრები უწყებებს ბევრ წარმატებას მოუტანენ. ძველ მინისტრს კი მადლობას უხდიან.

დღის ამბები