დღეს "რუსთავი 2-ის" საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. გამოკითხეს მისი მეუღლე. სოფია ლილუაშვილმა ჩვენება ავტომობილ პორშეს ეპიზოდთან დაკავშირებით მისცა.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა ნიკა გვარამიას და სხვა პირების უდანაშაულობა.
"დაიკითხა მოწმე, ნიკა გვარამიას მეუღლე, რომლის ჩვენებამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიკა გვარამიას და სხვა პირების უდანაშაულობა და, მეორეს მხრივ, ხაზი გაუსვა წარდგენილი ბრალდების პოლიტიკურ შინაარსს,"-განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-ის" ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან.