27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ძაღლის კბენის გამო დაწყებული დავის გამო ჩადენილი განზრახ მკვლელობა - პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 თებერვალს, მარნეულში, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით ერთ პირს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

დღის ამბები