27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
აშშ-ში მონაზონმა სკოლიდან 835 ათასი დოლარის მოიპარა და კაზინოში დახარჯა 

ამერიკელ მონაზონს პატიმრობა მიუსაჯეს. მას კათოლიკური სკოლიდან 835 ათასი დოლარის მოპარვა ედება ბრალად. პოლიციის ინფორმაციით, მონაზონმა თანხა კაზინოში დახარჯა.

მერი მარგარეტ კრეპერი, ციფრული თაღლითობისა და ფულის გათეთრების გამო, ციხეში 1 წელი დარჩება. გარდა ამისა მას სკოლისთვის მოპარული თანხის დაბრუნება მოუწევს.

გამოძიების თანახმად, მონაზონი 10 წლის განმავლობაში სკოლისათვის შეწირულ თანხებს ითვისებდა და თანამშრომლებს ფინანსური ჩანაწერების განადგურებას ავალებდა.

დღის ამბები