27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართა

თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებთან ინტერნეტის უსაფრთხო დღესთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა შედგა.

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა მოზარდებს ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია "Happy On-life" გააცნო. 200-მდე III და IV კლასის მოსწავლემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ისწავლა.

აპლიკაციის დახმარებით მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ყველა წესი, რომელიც მათ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისთვის სჭირდებათ და რომელიც მათ კიბერ-ბულინგისგან დაიცავთ. მოსწავლეებთან შეხვედრა თბილისში, 51-ე საჯარო სკოლაში შედგა.

დღის ამბები