27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ბიუჯეტიდან 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება - სხდომას ექსპრეზიდენტიც დაესწრება

დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, ამჯერად საქმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარამდე თანხის გაფლანგვას ეხება, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ყოფილ პრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას ითხოვენ, რომელსაც შესაბამისი უწყება უკვე გადაეცა.

პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. სხდომას ყოფილი პრეზიდენტიც დაესწრება.

შეგახსენებთ, სააკაშვილის გარდა, საქმეზე ბრალდებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშიაც.

დღის ამბები