კახეთში ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის მორიგი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სოფელ კაბალში ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ლაგოდეხის მერი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
ყურადღება გამახვილდა პანდემიის დროს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ადგილობრივებს არსებული წამახალისებელი პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.