უკრაინაში მამაკაცმა მდინარეში განბანვა გადაწყვიტა, თუმცა ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. შემთხვევა 5 თებერვალს დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლსკის რაიონში მოხდა. 39 წლის კაცი ყინულის ჭრილიდან მდინარეში ჩახტა, ის მდინარის დინებამ წაიღო და დაიკარგა. ტრაგიკული მომენტი მისმა მეუღლემ შემთხვევით ტელეფონით გადაიღო.
მამაკაცის ცხედრის პოვნა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა, 4 მეტრის სიღრმეზე.
შეგახსენებთ, წყალში განბანვის რიტუალი ტრაგიკულად დამთავრდა რუსეთშიც. 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ახალგაზრდა ქალი მდინარეში განსაბანად ყინული ჭრილში ჩახტა და ისიც მდინარის სწრაფმა დინებამ წაიღო. მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1 კმ-ში იპოვეს. ამ ტრაგედიის ამსახველი ვიდეო მთელ მსოფლიოში გავრცელდა.