27 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
1 მარტამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ეყოლება - 4 კანდიდატს შორის არჩევანი პარლამენტმა უნდა გააკეთოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2 ახალი უწყებით ჩანაცვლების თარიღი ახლოვდება.
ვაკანსიაზე განაცხადების მიღება დასრულებულია. 1 მარტამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ეყოლება.

სხვადასხვა უწყებით დაკომპლექტებულმა კომისიამ ვაკანტურ 2 თანამდებობაზე 4 კანდიდატი შეარჩია. ჯერი ახლა პარლამენტზეა. კანდიდატების კომიტეტებზე მოსმენის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები კენჭისყრის დღეს მიიღებენ. წინასწარი პოლიტიკური განწყობები კი უკვე ცნობილია. ოპოზიცია პროცესს ნდობას არ უცხადებს, მაშინ, როდესაც მმართველი პარტია პროცესის გამჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადღებას.

დღის ამბები