27 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
გიგი უგულავას ინიციატივა - როგორ აფასებენ შეთავაზებას ოპოზიციურ სპექტრში  

ოპოზიციაში გიგი უგულავას ინიციატივას, რომლის თანახმადაც, კოლეგებს "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" მორგი გაერთიანების მომხრეები ჯერჯერობით, მხოლოდ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ისედაც იგულისხმებიან ამ პარტიაში.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, რომა გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას სწორედ კოალიცია შეცვლის. 

"ოპოზიცია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიცია არის ამავე დროს პოლიტიკური კონკურენტები. პოლიტიკური კონკურენციის შედეგად,  ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება არის საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების მომავალი. ამ ხელისუფლებას შეცვლის კოალიცია. რა ფორით იქნება, ამას გვაჩვენებს პოლიტიკური პროცესი. დღეს ამ საკითხზე საუბარი, ჩემი აზრით, არის ნაადრევი," - აცხადებს რომან გოცირიძე.

თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მომხრეა ოპოზიცია დაუბრუნდეს იმ ფორმატს, რასა ჰქვია ძალა ერთობაშია.

შეფასება გააკეთა პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მიხეილ დაუშვილმა, 

"ვფიქრობთ მომავალზე, ვაგრძელებთ ცვლილებებს, ეს არის ჩვენი სტრატეგია და არავის ქოლგის ქვეშ არ ვიქნებით. ზოგადად, ოპოზიციის გათანაბრება ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს რა თქმა უნდა, არასწორია  და საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება ოცნების გაძლიერებას." - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე , იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გაერთიანებებმა სათანადოდ ვერ იმუშავა და მის ხელახალი დაწყება გაუგებარია. 

"მგონია, რომ ამ ქოლგამ სათანადოდ ვერ იმუშავა და თავიდან დაწყება ამისი, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რაც შეეხება კითხვას, გიორგი მოიაზრება თუ არა ამ პროცესში, მე მგონი არც თვითონ არ მოიაზრებენ გირჩს ამაში და არც გირჩი მოიაზრებს საკუთარ თავს,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

გიგი უგულავას ინიციატივაზე შეფასება გააკეთა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ქოლგა, რომლის ქვეშაც იქნება, ეს სტრატეგია აღმაშენებელია.

"ვიქრობ, რომ დრო მოჭამა ამ რაღაცებმა, რომ ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა ნაცმოძრაობის გარშემო. ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, ამ სტრატეგიიდან გამომდინარე ფაქტია, რომ ქართული ოცნება დღესაც ხელისუფლებაშია და სწორედ ეს უნდა ქართულ ოცნებას რომ ყველა გახადოს ნაციონალური მოძრაობა, რომ მერე ილაპარაკოს რომ ყველანი ხართ ნაციონალური მოძრაობა და ამიტომ უნდა დავრჩე ხელისუფლებაში,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიგი უგულავას facebook-ზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და კოლეგებს ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. "ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს - ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება. წარმოვიდგინოთ ბლოკი, რომელიც აერთიანებს "ლელოს“, გახარიას პარტიას, მარგველაშვილს, კვირიკაშვილს, ალასანიას, ბაქრაძეს, ვაშაძეს". - წერს გიგი უგულავა. პოლიტიკოსი სააკაშვილის როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ მის გარეშე მომავალი კოალიცია ვერ დაკომპლექტდება.

დღის ამბები