27 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
განათლების კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს

განათლების კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

შეხვედრას განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სხდომის წევრებს განათლების ხარისხის განვითარების შესახებ ცვლილებები გააცნეს.

კომიტეტის წევრების განმარტებით, ცვლილებები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული და სასწავლებლებში მაღალი სტანდარტის სწავლების დანერგვას უზრუნველყოფს.

"განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გულისხმობს სკოლებში განათლების ხარისხის, ასევე, სწავლისა და სწავლების პროცესის განვითარებას და მხარდაჭერას. ეს ძალიან მასშტაბური პროცესია, რადგან ის გულისხმობს 2400 მდე სკოლას და მოიაზრებს იმას, რომ ჩვენი 500 ათასი მოსწავლისთვის სკოლა გახდება უფრო მეტად კომფორტული და სწავლის ხარისხი განვითარდება,"- განმარტავს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ტალიაშვილი.

დღის ამბები