27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
"მგონია, ლოგიკასაც მოკლებულია და ვფიქრობ, კანონის სერიოზული დარღვევაც იქნებოდა" გიორგი ვოლსკი ენმ-ის საგამოძიებო კომიიის შექმნის ინიციატივაზე

შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო კომიიის შექმნას, რასაც 50 ხმა სჭირდება - თუ დეპუტატები ბადრი ჯაფარიძეს მანდატს შეუწყვეტენ, საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რადგან, შესაძლოა, პარტიამ ხმების საჭირო რაოდენობა ვეღარ მოაგროვოს. კომისიას მხარს არ უჭერენ მოქალაქეები, პარტია "საქართველოსთვის" და ევროპელი სოციალისტები. "ოცნება" ამბობს, რომ ამგვარი კომისიების ადგილი პარლამენტში არ არის, რადგან მისი შექმნის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ჯაფარიძესთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომელიც ძალაშია და მოითხოვს ქმედებებს პარლამენტის მხრიდან. 

"ის, რომ 50 დეპუტატია საჭირო და გამომდინარე აქედან საპროცედურო კომიტეტმა უნდა დაიცადოს და არ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, იმიტომ, რომ თურმე "ნაციონალურ მოძრაობას" აკლია რამდენიმე დეპუტატი რომ შეივსოს მხარდამჭერთა რაოდენობა, მგონია, ლოგიკასაც მოკლებულია და ვფიქრობ, კანონის სერიოზული დარღვევაც იქნებოდა. ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია შესული, მოითხოვს მყისიერ ქმედებას პარლამენტის მხრიდან,"- გიორგი ვოლსკი 

დღის ამბები