27 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებაზე კომისიის კვლევის პირველადი შედეგები ცნობილია

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შესახებ კომისიის კვლევის პირველადი შედეგები ცნობილია. როგორც კომპანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ, როგორც სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას.

კომისიის წინასწარი მონაცემებით, დგინდება, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე გამორთული იყო განიავების ვენტილატორი,  ასევე, სამთო ოსტატის მიერ არ მოხდა მუშების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო დასკვნა სავარაუდოდ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

დღის ამბები