მკვლელობა მარნეულში - დაკავებულია არასრულწლოვანი. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 29 წლის ახალგაზრდა დანით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია ცივი იარაღი.
რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი უცნობია. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.