27 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების პოსტზე წარდგენილი კანდიდატების განხილვას იწყებს

პარლამენტი დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების პოსტზე წარდგენილი კანდიდატების განხილვას იწყებს. საკითხზე მსჯელობა კომიტეტებში მიმდინარე კვირას უნდა შედგეს.

კანდიდატურები - ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე - საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებს გეგმავს, რათა გადაწყვიტოს ჩაერთვებიან, თუ არა მოსმენების პროცესში; ნაწილი კი მსგავსი სამსახურების არსებობის აზრს საერთოდ ვერ ხედავს.

"იცით, რომ ორად გაიყო სტრუქტურა ფორმალური მიზეზით. ფაქტობრივად, მოხდა ისე, რომ ლონდა თოლორაია გაუშვეს სახლში და დანარჩენი უწყება რჩება ზუსტად იმ ფუნქციებით. შესაძლებელი იყო მისი გაყოფა ისე, რომ უწყება არ გაუქმებულიყო. შესაბამისად, ნდობა არ მაქვს პროცესის მიმართ. მომიწევს კონსულტაცია ჩემს კოლეგებთან "სტრატეგია აღმაშენებელში", რომ გადავწყვიტოთ რამდენად აქვს ამ პროცესში ჩვენს ჩართულობას აზრი,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები