მადაგასკარში ციკლონს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიამ მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.
ციკლონის გამო 50 ათასამდე ადგილობრივი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
დაზიანებულია შენობა-ნაგებობები და გათიშულია ელექტროენერგია. მედიის ინფორმაციით, ქალაქი მანანჯარი სრულად განადგურებულია.