საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.
პორტალზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 პაციენტი, ხოლო 17 130 პირი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 33 905 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 924, PCR ტესტით - 12 981.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 33,14%, ბოლო 14 დღის - 27,37%, ბოლო 7 დღის -30,99 %.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 325 838 ადამიანი დაინფიცირდა, პირი გამოჯანმრთელდა 1 106 221 , ხოლო 15 246 პაციენტი გარდაიცვალა.