27 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
60-იან წლებში დაპროექტებული ვაკის პარკის კასკადი სრულად განახლდება

60-იან წლებში დაპროექტებული ვაკის პარკის კასკადი სრულად განახლდება, პირვანდელი სახე შადრევნებს სრულად შეუნარჩუნდება. პროექტის დასრულება 2023 წელს არის დაგეგმილი.

წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი კასკადი ძველ ფორმას დაიბრუნებს, მოხდება განახლებაც, კომპლექსს თანამედროვე ტიპის განათება და შადრევანი დაემატება.

ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოებს დედაქალაქის მერიც გაეცნო. კახა კალაძის თქმით, აღდგენა- რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნაც გაითვალისწინეს. შესაბამისად, მიმდებარედ მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები.

კასკადის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს ოვალური შადრევანი წარმოადგენს. სრულად იცვლება ფასადი, რომელიც ქვით მოპირკეთდება. შენარჩუნდება მოზაიკა. პროექტის ავტორების თქმით, ახალი ტიპის სისტემები, რომელიც ენერგოდამზოგველი იქნება, ქალაქს ეკონომიის გაკეთების საშუალებას მისცემს.

 

 

დღის ამბები