27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის მწვავე კრიზისთან დაკავშირებით Bloomberg-მა შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი ბოდიში ოფიციალურად მოიხადა

5 თებერვალს, ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა  გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ, სათაურით - "რუსეთი შეიჭრა უკრაინაში".

მოგვიანებით, სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომ შეეშალათ და სათაური წაშალა. ბოდიში და განმარტება კი Bloomberg-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩვენ ვამზადებთ სათაურებს მრავალი სცენარისთვის და სათაური "რუსეთი შეიჭრა უკრაინაში" უნებლიედ გამოქვეყნდა დაახლოებით საღამოს 4 საათზე. ჩვენ ღრმად ვწუხვართ შეცდომის გამო. სათაური ამოღებულია და მიზეზს ვიკვლევთ,“ - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

დღის ამბები