27 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისთვის" პროგრამის ფარგლებში გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი მიმდინარეობს

ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისთვის" პროგრამის ფარგლებში გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი მიმდინარეობს.

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან.

ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებმა სამთო მომზადების პირველი ეტაპი ახალქალაქში, აბულის მთაზე გაიარეს. 

 

დღის ამბები