27 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
თუ რუსეთი განახორციელებს ნებისმიერი სახის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება. 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მათ არასდროს არ უნდა შეწყვიტონ დიპლომატიაზე მუშაობა, მაგრამ ამავდროულად რუსეთს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მას სანქციები დაეისკრება. მისივე განცხადებით, სანქციები რუსეთს ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებზე წვდომას შეუზღუდავს.

"ჩვენ არასდროს უნდა შევწყვიტოთ დიპლომატიაზე მუშაობა, რადგან რუსეთმა შექმნა ეს კრიზისი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დიპლომატია და დიალოგი იყოს წარმატებული. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი განახორციელებს ნებისმიერი სახის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები და მასშტაბური საფასური მოჰყვება.

ჩვენ მოვამზადეთ ძლიერი და ყოვლისმომცველი სანქციების პაკეტი. ეს რუსეთს ევროკავშირის ფინანსურ ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს, ასევე შეუზღუდავს წვდომას მნიშვნელოვან პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე, რომელიც მას სჭირდება და რომლის მიწოდება და ჩანაცვლება იოლად არ ხდება. ამასთანავე დეესკალაცია რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს,"-აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

დღის ამბები