27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. სასამართლო სხდომა კირკიტაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

მიღებულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მომდევნო წინასასამართლო სხდომა 14 მარტს გაიმართება.   

დღის ამბები