დღეიდან 20 თებერვლის ჩათვლით, პეკინში ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ჩინეთის დედაქალაქში 9 ქართველი სპორტსმენი 15 სახეობიდან სამში იასპარეზებს.
ქართული დელეგაციისთვის ეს ზედიზედ ზამთრის მე-8 ოლიმპიადაა, 9 მონაწილე კი ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობაა.
ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გუშინ, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები, მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყვნენ.
ცნობილია სპორტსმენების გამოსვლის განრიგიც - მათ შორის, ქართველი მონაწილეების. დღეს უნდა იასპარეზოს მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა.