27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
თბილისში, გუდაურის ქუჩაზე შეკრებილებმა დაუსრულებელი მშენებლობა გააპროტესტეს - მენაშენეები დახმარებას მერიას სთხოვენ

საპროტესტიო აქცია გაიმართა თბილისში გუდაურის ქუჩაზე. შეკრებილებმა დაუსრულებელი მშნებლობა გააპროტესტეს.

როგორც ირკვევა, "კომპანია ვერა 99-ს" მეპატრონეებისთვის ბინები ჯერ კიდევ 2005 წელს უნდა ჩაებარებინა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე დასრულებული არ არის.

დაზარალებულმა მენაშენეებმა სხვა კომპანიაც მოძებნეს, რომელიც თანახმაა შენობა დაასრულოს. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ თუ რომელიმე კომპანია წარადგენს მერიისთვის მისაღებ პირობებს - აუცილებლად იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა.

ერთ-ერთი დაზარალებულია ეკა კახიანი, რომელიც მერიას სასწრაფოდ დახმარებას სთხოვს. 

"ველოდებით ამ სახლის დამთავრებას, მშენებელი ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას. 22 წელია მერიას ვთხოვთ დახმარებას, დაგვეხმარეთ, ჩვენ, ადგილობრივები ვერ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას," - აღნიშნა მსახიობმა. 

დღის ამბები