90 წლის მამაკაცი, რომელიც მოდელად და ესპანური მოდის "მეფედ" იქცა. ანდრეს გარსია-კარო ახალ ამპლუას იმდენად მოერგო, ახალგაზრდებს არც დაბადების დღის ხმაურიანი და გლამურული წვეულებით ჩამორჩა და 90 წლის იუბილე მადრიდის ღამის კლუბში ხალხმრავალი წვეულებით აღნიშნა.
კერძო ღონისძიება, რომელსაც მსახიობები, მოდელები, კინორეჟისორები და მუსიკოსები ესწრებოდნენ, ესპანეთის მოდის ინდუსტრიის ახალი "მეფის" ოფიციალურ გამოცხადებას მიეძღვნა.
90 წლის კაცის სამოდელო პოტენციალი მისმა შვილიშვილმა, 27 წლის სელინ ვან ჰელმა პანდემიის პირველ თვეებში აღმოაჩინა, როდესაც მსოფლიომ კარანტინში დაიწყო ცხოვრება.
"ის იყო ჩემი პირველი მუზა. მისი წყალობით აღმოვაჩინე ფოტოგრაფია," – ამბობს 27 წლის სელინ ვან ჰელი.
რუჯი, გრძელი ვერცხლისფერი თმა, ლეოპარდის პრინტის საცურაო შარვლები და ბეწვის ქურთუკები - ეს 90 წლის მოდელის იმიჯია.
ანდრეს გარსია-კაროს ფოტოებს აღფრთოვანებით შეხვდა ფრანგული მოდის ჟურნალი L"Officiel, ამიტომ ვან ჰილმა გადაწყვიტა შეექმნა პორტფოლიო უამრავი ფოტოთი და შეექმნა სრულიად ახალი პერსონაჟი - "ესპანეთის მეფე", პიროვნება, რომელიც მის ბაბუას შეეფერებოდა - მხიარული, შემოქმედებითი და თავისუფალი სული.
მას შემდეგ ის გამოჩნდა Vogue-ში, GQ-სა და Esquire-ში, მუშაობდა მოდის ბრენდებისთვის, როგორიცაა Zara და Carolina Herrera.
გარსია-კარომ დაიწყო მსახიობობა ფილმებში, მუსიკალურ კლიპებში და კულინარიული შოუს Master Chef-ის ესპანურ ვერსიაშიც კი.