მაროკოში ხუთი წლის ბიჭი 32 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. მაშველები რამდენიმე დღეა მის ამოყვანას უშედეგოდ ცდილობენ.
ისინი ბიჭთან მიღწევას წუხელაც მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. 5 წლის რაიანი უკვე ოთხი დღეა ვიწრო ჭაბურღილშია ჩავარდნილი.
შემთხვევის ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც მაშველებს გულშემატკივრობენ და 5 წლის რაიანის გადარჩენას ელოდებიან.
მეწყერის შიშმა სამაშველო ოპერაცია უფრო სახიფათო გახადა.
განახლება : 5 წლის მაროკოელი ბიჭი, რომელიც 5 დღის განმავლობაში ჭაში იყო ჩავარდნილი, გარდაიცვალა